Friday, January 6, 2012

ოცდახუთსა დეკემბერსა...

http://www.youtube.com/watch?v=UB9s9orWkLk&feature=player_embedded
   არც ისე იშვიათად ისმის ფრაზები: „ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა“ , „რატომ გრძელდება ამდენ ხანს ჩვენთან შობა-ახალი წელი?“,  “შობა 25 დეკემბერსაა ბოლობოლო, თუ 7 იანვარს, რომელია სწორი?“ და ა.შ...
 არადა, ულამაზესი დღესასწაულია ქრისტესშობა... როდესაც გათავისებული გაქვს ყველა რიტუალი, ტრადიცია,  ავტომატურად კი აღარ იმეორებ , მისი უშუალო თანამონაწილე ხდები... ამიტომ რაც მსმენია, მინახავს, თუ წამიკითხავს ამ დღესასწაულის შესახებ , კიდევ   ერთხელ  გადავავლე  თვალი  და ერთად  მოვუყარე თავი.
.... ამ ღამეს ქრისტე იშვა და ისტორიაში ახალი ეტაპიც დაიწყო.  ძველი დრო გაჩერდა... ასეთ რამესაც წერენ; როცა წმინდა მარიამი მშობიარობდა, მოხუცი იოსები ბებიაქალის საძებნელად გარეთ გამოვიდა. ამ დროს მან დაინახა, რომ წამიერად ყველაფერი გაჩერდა: გაჩერდა წყალი, ცხოველი, ფრინველი და ადამიანიც და უცებ ყველაფერმა ისევ დაიწყო მოძრაობა, ანუ დამთავრდა ძველი დრო და ახალს დაუთმო გზა...
  იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მოგვებმა  შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი,  რომელიც საოცრად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. . .  ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი. მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ . მას მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური;  ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.   ამ ღამეს გამოეცხადათ ანგელოზი მწყემსებსაც, რომლებიც ქალაქგარეთ ველზე დაბანაკებულიყვნენ  და ახარა, რომ იმ დღეს მაცხოვარი იშვა ,ჩვილ ყრმას ბაგაში მწოლარეს იპოვიდნენ...ამ გამოცხადებით გაოგნებულმა მწყემსებმა ბეთლემში ბოსელიდან გამომავალი სინათლით მიაგნეს ყრმა იესოს...
  სახელიბეთლემიებრაულადპურის სახლსნიშნავს. ბეთლემში დაბადებულ ჩვილს კი უწოდეს იესო ქრისტე. „იესუებრაულად ნიშნავს მაცხოვარს, მაცოცხლებელს... ქრისტეკი მოდის ბერძნული სიტყვიდან – „ხრიძოდა ნიშნავს, „ცხებულს“. ანუ, სიტყვასიტყვით, რომ ვთარგმნოთ, „იესო ქრისტენიშნავს მესიას, რომელიც არის ცხებული...
    ლეგენდის თანახმად, როცა მოგვებმა ყრმა იესოს ძღვენი მიართვეს, მწყემსმა გოგონამ, რომელსაც ძალიან უნდოდა, საკუთარი სიყვარულის ნიშნად რაიმე მიერთმია მისთვის,  შესაფერისი ვერაფერი იპოვნა, უბრალო ყვავილიც კი, რადგან დეკემბერი იყო და მინდორში არაფერი იყო, სიმწრისგან  ტირილი დაიწყო. ანგელოზებს შეეცოდათ გოგონა  და სასწაული მოუვლინეს; უეცრად მისმა ცრემლმა თოვლი გაადნო  და ულამაზესი ვარდი ამოვიდა, როგორც გულწრფელი სიყვარულის სიმბოლო. ამის დანახვაზე ყრმა იესომ გოგონას მადლობის ნიშნად გაუღიმა. ამის შემდეგ  ვარდი ჭეშმარიტი სიყვარულისა და შობის ერთ-ერთ გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა.
  შობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა ასევე ვარსკვლავი. როგორც მოგვების წინამძღოლი, რომელმაც ისინი ყრმა იესოსთან მიიყვანა. მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეს .. ვარსკვლავი, რომელიც 12 დღის მანძილზე ჩანდა ცაზე, დაახლოებით ქრისტესშობამდე მეექვსე საუკუნეში, გაზაფხულზე გამოჩნდა ...
   არადა, დეკემბერში წარმართები მზის დაბადებას ზეიმობდნენ. სწორედ ამ დროს დაიწყეს ქრისტიანებმაც იესო ქრისტეს შობის აღნიშვნა, ნამდვილი, სულიერი მზის დაბადების, სამყაროში სულიერი სინათლის შემოსვლის აღნიშვნა... ქრისტიანობამ მიიღო წარმართთათვის, მთელი ქრისტიანობამდელი კულტურისათვის ჩვეული თემა მზის, როგორც სინათლის, სიცოცხლის დასაბამისა და  ქრისტეს მიმართ თავისი რწმენის გამოხატულებად აქცია. ქრისტიანულმა მოძღვრებამ თითქოს უთხრა მსოფლიოს- "თქვენ გწამთ ბუნებრივი, ფიზიკური  მზისა, ჩვენ კი მოგიხმობთ, რომ ფიზიკურიდან, ხილულიდან აღამაღლოთ გონება სულიერისა და უხილავისაკენ".
                                                      
"შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ამოუბრწყინა სოფელს ნათელი გონებისა"... - ასე იწყება ქრისტეს შობის დღესასწაულის ტროპარი, ანუ იწყება იმის მტკიცებით, რომ ქრისტესთან ერთად  არა მარტო სრულყოფილი ადამიანის ხატი შემოვიდა, არამედ უზენაესი, ყოვლისმომცველი გამოცხადებაც ნათელი გონებისა  და სწორედ ამ კოსმიური სინათლით ბრწყინავს შობა.
                                         
    ქრისტეს შობის დღესასწაული ბავშვების დღესასწაულია... ყველაზე ლამაზი ქრისტიანობაში სწორედ "ღმერთის ამ მარადიულ ბავშვობაშია".
     ქრისტემ კი თქვა: "იყავით მსგავსნი ბავშვებისა". რას ნიშნავს ეს? რა თვისებით უნდა ვგავდეთ ბავშვებს? - ალბათ ეს არის ბავშვისთვის დამახასიათებელი აღტაცებისა და სიხარულის უნარი ..... საოცარია, რომ ბავშვს არ გააჩნია ძალა და ძალაუფლება, მაგრამ  სწორედ უღონობასა და დაუცველობაშია მისი უდიდესი ძალა.
     შობის  დღეს ხდება ძალიან ბევრი საოცრება, სასწაული, ოცნებების ასრულების ღამესაც უწოდებენ ხშირად... ისტორიაში არაერთი გამაოგნებელი ამბავია  ამის დამადასტურებელი. თუნდაც;  პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წლის შობის ღამ მოხდა ნამდვილ ადამიანურ სასწაულ. იმ დღეს ფრონტის მთელ ხაზზე შაშხანის ხმა მხოლოდ შობის აღსანიშნავად გაისმა. აღმოსავლეთის ფრონტზე, სანგრებში დამალულმა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ჯარისკაცებმა ნაშუაღამევს ერთმანეთს შობა სიმღერით მიულოცეს. არის ფაქტები იმისა, რომ მეომრები მხოლოდ სიტყვიერ მილოცვებ არ დასჯერდნენ და ერთმანეთში საჩუქრებიც კი გაცვალეს: ამ ჯადოსნურ ღამით, ჯარისკაცებმა არა მხოლოდ იმხიარულეს, არამედ, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დარჩენილი თანამოძმეების ცხედრებიც  გამოასვენეს და მიწას მიაბარეს....
     ამ დროს ყველა ადამიანს უმძაფრდება სურვილი იმისა,რომ საყვარელი ხალხი გვერდით ყავდეს,ოჯახის სითბო ენატრება და სასწაულების ახდენის სჯერა...რატომ ხდება ასე, საიდან დაილექა ყოველი ჩვენგანის ცნობიერში ასეთი რწმენა?
    შობა, როგორც უდიდესი რელიგიური და არანაკლებ მნიშვნელოვანი სამოქალაქო დღესასწაული, უკვე ორი ათასწლეულია მთელი მსოფლიოს საყვარელ დღესასწაულად რჩება....
   ქრისტიანებისთვის ის იესოს დაბადების დღეა...
   დიდი ხნის ისტორიის მიუხედავად, უმრავლესობამ მაინც ბევრი არაფერი იცის შობის დღესასწაულის დაწესების თარიღსა თუ მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმომავლობაზე...
  შობა, როგორც დღესასწაული, მხოლოდ მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა; რადგან ბიბლიაში  არ არსებობდა ცნობები იესოს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, საჭირო იყო ის რაიმე საფუძველზე დაყრდნობით შეერჩიათ. პაპის, იულიუს პირველის   ბრძანებით ქრისტეშობის დღედ 25 დეკემბერი,   წარმართული   დღესასწაულის,   სატურნალიის   აღნიშვნის   დღე   შეირჩა.
  ასე ჩაენაცვლა ახალი ქრისტიანული დღესასწაული ძველს. თუმცა, გარკვეული ტრადიციები სატურნალიიდან შობას მაინც შემორჩა. მათ შორის ყველაზე არაორდინარული, .. "როლების გაცვლის" ტრადიცია. ამ დღეს ძველ რომში ქალები მამაკაცების კოსტიუმს ირგებდნენ, მამაკაცები კი ქალებისას. მონები ბატონები ხდებოდნენ, ბატონები კი მონებს ემსახურებოდნენ, ხოლო გლეხები ქალაქის მართვაში იღებდნენ მონაწილეობას. სკოლები იკეტებოდა და თითქმის მთელი თვის ამნძილზე აღარავინ მუშაობდა. მთელ ქვეყანაში საერთო-სახალხო მხიარულება სუფევდა. გაჩნდა შობის აუცილებელი ატრიბუტი, სადღესასწაულო ნამცხვარი. ის საზეიმო კარნავალის ყველა მონაწილეს უნდა გაესინჯა.
   შობის  თორმეტი ღამის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც შუასაუკეუნებში წარმოიშვა, ფაქტიურად  აღარსად  შემორჩა. შობის საკრალური ღამიდან მოყოლებული,  ის 12 დღის მანძილზე გრძელდებოდა  და  ნათლიღების  ღამით   სრულდებოდა.  შობის  ღამეს,  ყოველ ოჯახში მამაკაცებს  ხის   უზარმაზარი მორი უნდა მოეტანათ და ბუხარში მისთვის ცეცხლი მოეკიდებინათ. გადმოცემის თანახმად, ამ მორიდან ამომხტარი ყოველი ნაპერწკალი მოსავლის სიუხვისა და საქონლის  კარგი შობადობის ნიშანი იყო. ცეცხლი 12 დღის მანძილზე არ უნდა ჩამქრალიყო. მისი დროზე ადრე ჩაქრობა ცუდს ნიშნავდა, ამიტომ მთელი 12 დღის მანძილზე, მორზე მოკიდებული ცეცხლი   მთელი ოჯახის ყურადღების ცენტრში რჩებოდა.
  ახლა მეთორმეტე ღამე ის დღეა, როცა საახალწლო ნაძვის ხე და დეკორაციები სახლიდან უნდა აიღონ.
   თორმეტი ღამის დღესასწაული სათავეს სწორედ შობის ღამის ისტორიიდან იღებს. ამ დღეს ჩვილ იესოს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან სამი ბრძენი, მოგვი მიახლა საჩუქრებით: ოქროთი, გუნდრუკითა და მურით. მათ სწორედ თორმეტი დღე იარეს, რომ იესო ენახათ. ამიტომაც აღინიშნება სადღესასწაულოდ იესოსკენ მიმავალი ყოველი დღე.
   შობის თორმეტი სადღესასწაულო ღამიდან გამორჩეული მეთორმეტე იყო. მისი განსხვავებულად აღნიშვნა მოგვიანებით დაიწყო. ამ დღეს კარნავალი იმართებოდა. შესაბამისად, ქუჩაში სადღესასწაულოდ ჩაცმული ხალხი ნიღბებით გამოდიოდა და რაც ყველაზე მთავარია, ამ დღეს ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. უამრავი სიურპრიზი,მოულოდნელობა,ოცნებების ახდენა...
    უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები, ლეგენდაა შეთხზული შობის სასწაულთმოქმედ ღამეზე, კინემატოგრაფიისთვისაც საყვარელ თემად იქცა...
    ყველა ეკლესია, მათ შორის ქართული  მართმადიდებელი ეკლესია  შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს. მხოლოდ  იმ კალენდრით, რომელსაც ჩვენი ეკლესია იყენებს, 25 დეკემბერი არის ახალი   სტილით 7 იანვარს.         
    25 დეკემბერი არის დღე, როცა დღის ხანგრძლივობა იწყებს მატებას, ამ დღეს იყენებდნენ ადამიანები ახალი წლის აღსანიშნავად ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე და ეს არის სიმბოლური დღე, როცა ზამთრის ყველაზე მოკლე დღეების შემდეგ  25 დეკემბერს დღე იწყებს მატებას, სიმბოლურად სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე და ამიტომ ქრისტიანულმა ეკლესიამაც ეს დღე დაასახელა ქრისტეს დაბადების დღედ.
    შობას ძველი სტილით აღნიშნავენ და იულიანური კალენდრით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები და ე.წ. ბერძენი ძველი კალენდარისტები.
  ახალ და ძველ სტილს შორის 13-დღიანი სხვაობაა, მაგრამ განსხვავება განუწყვეტლივ მატულობს.
  თვეების ძველქართული სახელებია:
იანვარი - აპნისი ,  თებერვალი -სურწყუნისი,   მარტი -მირკანი, აპრილი-იგრიკა,
მაისი-ვარდობისთვე, ივნისი - ივანობისთვე, ივლისი - თიბათვე,  აგვისტო - მკათათვე,
სექტემბერი - ენკენისთვე , ოქტომბერი - მწიფობისთვე , ნოემბერი - გიორგობისთვე
დეკემბერი -ქრისტეშობისთვე
   საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და ალილოს სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი(სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). . მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული.        
  ალილომოდი ბერძნული სიტყვაალილუია”-დან, რაცაქებდით უფალსნიშნავს. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას, სიმღერის დასრულების  შემდეგ  ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ.   ზოგი   ოჯახშიც    იპატიჟებდა   მათ   და  ერთად ხვდებოდნენ  დამდეგ დღესასწაულს.
    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II- ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია- ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯრის რაფაზე სანთელს ანთებენ, ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს;  ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ხომ ქრისტეს - მსოფლიო სინათლის სიმბოლოა...

http://www.youtube.com/watch?v=TuE6obNV4Ls
  ქრისტე იშვას  ყოველი ჩვენგანის გულში და გონების, სულის სინათლე გვქონოდეს...